ჩვენი კომპანია


ჩვენ შესახებ

„ფორსაით ინვესტმენტ გრუპ“ ერთ-ერთი პირველი კერძო კაპიტალის უძრავი ქონების ჰოლდინგური კომპანიაა, რომლის მიზანია ისარგებლოს უძრავი ქონების სექტორში არსებული ახალი შესაძლებლობებით.

ინვესტორთათვის სტაბილური უკუგების უზრუნველსაყოფად, ჩვენი კომპანიის მთავარი მიზანია შემოსავლიანი უძრავი ქონების დივერსიფიცირებული პორტფელის შექმნა. რისკების შემცირებისთვის ძირითადი ფოკუსი მიმართულია ინდუსტრიულ, საცხოვრებელ და საოფისე ქონებაზე, რომელთაც გააჩნიათ მოიჯარეთა მოზიდვის დიდი პოტენციალი.

საინვესტიციო სტრატეგია

ჩვენი კომპანიის საინვესტიციო სტრატეგიის ამოსავალი წერტილი ინვესტორთათვის რისკის მინიმიზაციაა. ამის მისაღწევად, ჩვენ ფულს ვაბანდებთ მხოლოდ ისეთ ქონებაში, რომელთა პოტენციური მოიჯარეები არიან ექსპორტზე ორიენტირებული და/ან დიფერენცირებული პროდუქტის ან/და სერვისის მომწოდებელი კომპანიები.

ჩვენი კომპანიის სტრატეგია მოიცავს ფულის დაბანდების სამ ფორმას:

• არსებული, სტაბილური შემოსავლის მქონე გაიჯარებული ქონების შესყიდვა;
• ფინანსური პრობლემების მქონე ქონების შესყიდვა და მისი როგორც ფინანსური, ასევე მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შემდგომ ქონების გაიჯარება; და
• ახალ, განვითარების ეტაპზე მყოფ უძრავი ქონების პროექტში ინვესტირება, რომელსაც მაღალი შემოსავლიანობისა და მოიჯარეთა მოზიდვის აშკარა პოტენციალი გააჩნია.

სამიზნე უძრავი ქონება

• საცხოვრებელი და საოფისე;
• ტანსაცმლის საწარმოები;
• სასოფლო სამეურნეო მიწები და გადამამუშავებელი საწარმოები;
• ენერგო ინფრასტრუქტურა.